Monday, May 2, 2011

ანეკდოტი - გამხეცებული გორილა

მიხოს და მაროს აღგზნებული მამალი გორილა მოსდევს. თავქუდმოგლეჯილები გარბიან.

გზის ერთ-ერთ გასაყარზე სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ. გორილა მაროს დაედევნა.

მარომ იქვე მდგომ ხეზე ასვლა გადაწყვიტა. გორილაც მიყვა. მარო უკვე კენწეროშია, გორილა კი უახლოვდება. მისი ბინძური მიზნები ეჭვს არ იწვევს... სიტუაცია დაიძაბა!

მარომ განწირული ხმით მიხოს მოუხმო: 
- მიშველე, მიხო!

მიხომ მიუგო: 
- ახლა მაგას აუხსენი "თავი მტკივა, წელი მტკივა, წნევა მაქვს"!

Monday, April 18, 2011

სასაცილო ამბავი - თევზის მოყვარული ინსპექტორი

ჩემმა ბათუმელმა  ნაცნობმა ბიზნესმენმა მოყვა მაგარი ისტორია.

თბილისიდან შემოწმებაზე ჩამოუვიდა საგადასახადო ინსპექტორი (შევარდნაძის დროა), რომელმაც ცოლ-შვილიც ჩამოიყვანა დასასვენებლად. დასვენება, რა თქმა უნდა, ბიზნესმენის ხარჯზე დაიგეგმა. 

მოკლედ, ყოველდღე 2-3-ჯერ მიდიოდა რესტორანში სტუმრების "პატივისცემა". თან ინსპექტორსა და მის ცოლს თევზი ძალიან ჰყვარებიათ და ყოველდღე მიირთმევდნენ ნაირ-ნაირს. გაყვლიფეს ჩვენი ბიზნესმენი.

ისტორია მთხრობელმა ასე დაასრულა:
- იმდენი თევზი ჭამეს იმ შობელძაღლებმა, თბილისში რომ წავიდნენ, მანქანას ბათუმიდან სამტრედიამდე თოლიები მისდევდნენ!

Thursday, April 7, 2011

ანეკდოტი - ამირანის ჯაჭვები

საქართველოდან მთელი ჯართი გაიტანეს!

ამირანი, თურმე, კავკასიონის ქედზე სკოჩებით ყავთ დამაგრებული!

Tuesday, April 5, 2011

ანეკდოტი - ბეჭდები

- ქალს რომ "რგოლი" ბეჭედი უკეთია, რას ნიშნავს?
- ეს ნიშნავს, რომ გათხოვილია.
- გასაგებია. და ჩვეულებრივი ბეჭედი რომ უკეთია?
- ეს... არაფერს ნიშნავს.
- გასაგებია. და ორივე რომ უკეთია - "რგოლიც" და ჩვეულებრივიც?
- ეს ნიშნავს, რომ გათხოვილია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.

ანეკდოტი - "კატოკის" მსხვერპლი

კაცს "კატოკმა" გადაუარა. რეკავენ სასწრაფოში:
- ალო, სასწრაფო დახმარებაა? სასწრაფოდ მოდით - ფეხით მოსიარულეს "კატოკმა" გადაუარა.
- გასაგებია. ბრიგადა გამოდის. მისამართი ჩაგვაწერინეთ. სად მოვიდეთ?
- ჩაიწერეთ. პავლოვის ქუჩის 18-დან 24 ნომრამდე...

ანეკდოტი - მესაათე ოდესაში

კაცს, ოდესაში ყოფნისას, საათი გაუფუჭდა და ხელოსანს ეძებს.

მიიხედა, მოიხედა. დაინახა კარი, რომლის თავზეც საათია ჩამოკიდული და შევიდა. პატარა ოთახში სამი ახალგაზრდა ზის.
- ბიჭებო, საათის შეკეთება შეგიძლიათ?
- არა
- აბა, რას აკეთებთ ამ ოფისში?
- წინდაცვეთას ვაკეთებთ.
- მერე, საათი რატომ ჩამოკიდეთ შემოსასვლელის თავზე?!
- თქვენ რის ჩამოკიდებას გვირჩევდით შემოსასვლელის თავზე?!

Saturday, April 2, 2011

ანეკდოტი - მეუღლის სმენის პრობლემა

შეწუხებული ქმარი მეგობარ ექიმთან მიდის.
- ძალიან შეწუხებული ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე - შესჩივლა სტუმარმა.
- რა გიჭირს, მეგობარო?
- რა და, ჩემს მეუღლეს ყურთასმენა დააკლდა და არ ვიცი, რა ვქნა. ვერც ვეუბნები და როგორღაც უნდა დავეხმაროთ.

- შენ ნუ ინვერვიულებ! ეშველება! პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, რამდენად დააკლდა სმენა. მოდი, ასე გავაკეთოთ, სახლში რომ იქნები, ჯერ შორიდან დაელაპარაკე, მერე თანდათან მიუახლოვდი და დააკვირდი, რა მანძილიდან გაიგებს შენს ხმას.
ასეც შეთანხმდნენ.

შემდეგ კვირა დღეს, როდესაც ცოლ-ქმარი სახლში იყვნენ, ქმარმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. ცოლი სამზარეულოში საქმიანობდა. ქმარი აივანზე გავიდა და იქიდან შესძახა მეუღლეს:
- ძვირფასო, დღეს სადილად რა გვაქვს?
პასუხი არ იყო. ქმარი სასტუმრო ოთახში შევიდა და, იქედან  გაიმეორა შეკითხვა:
- ძვირფასო, დღეს სადილად რა გვაქვს?
პასუხი არც მეორე მცდელობას მოჰყვა. ქმარი სამზარეულოს კართან დადგა და იქიდან ჰკითხა:
- ძვირფასო, დღეს სადილად რა გვაქვს?
არც ამჯერად მოჰყვა კითხვას პასუხი. სასოწარკვეთილი ქმარი სამზარეულოში შევიდა და ცოლს ზურგს უკან დაუდგა ორ ნაბიჯში.
- ძვირფასო, დღეს სადილად რა გვაქვს?
მეუღლემ უპასუხა:
- რა გჭირს?! მეოთხედ გეუბნები, სუპი გვაქვს სადილად.

Thursday, March 31, 2011

ანეკდოტი - თოვლის ბაბუა

პატარა გოგო და ბიჭი აკეთებენ თოვლის ბაბუას.
ბიჭი ამბობს:
- წავალ, სტაფილოს მოვიტან - და მიდის.
გოგო გასძახებს:
- მეორე სტაფილოც წამოიღე, ცხვირიც გავუკეთოთ!

ანეკდოტი - ახალი რუსის სპილო

ორი ახალი რუსი შეხვდა ერთმანეთს. მოიკითხეს
- რას შვრები, როგორა ხარ? - ჰკითხა პირველმა
- გადასარევად, ისეთი გახალისებული ვარ, რომ მეტი არ შეიძლება - უპასუხა მეორემ
- რამ გაგახალისა? რა ხდება?
- რა და სპილო შევუკვეთე ინდოეთიდან და სახლში მყავს.
- მართლა? მერე როგორია?
- გადასარევი! ისეთი ხალისიანია, მთელი დღე ბავშვებს ეთამაშება, ზურგით დაატარებს. ისეთი სასაცილო ხასიათი აქვს. ყველა მეზობელს შეუყვარდა და სახლში მისვლაც მიხარია!
- ვააა... რა მაგარია?! იქნებ, მომყიდო.
- ვერა, მეგობარო, ასეთ შენაძენს ვერ დაგითმობ.
- ხომ იცი, ფასსზე უკან არ დავიხევ?! თან, ახლა ზუსტად, მეუღლის დაბადების დღე ახლოვდება და ჩამოყვანას ვერ მოვასწრებ.
შეთანხმდნენ სოლიდურ თანხაზე და სპილომაც გადაინაცვლა ახალ პატრონთან. ერთი თვის შემდეგ ისევ ხვდებიან. პირველი ეკითხება:
- რას შვრება სპილო? როგორაა?
- სპილო არ მიხსენო! საშინელ დღეში ვართ! მთელი სახლი დაანგრია! მეზობლები ვერ იძინებენ! ყოველ მეორე დღეს პოლიცია გვყავს სახლში! მთელი სახლი მაგის ქაქებშია ამოსვრილი და ვეღარ ვჩერდებით! არ ვიცი, რა უნდა ვქნა?!
- არა, ძმაო, ასეთი განწყობით შენ მაგ სპილოს ვერ გაყიდი!

ანეკდოტი - ხანძარი საავადმყოფოში

საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. მთელი პერსონალი გამოვიდა და აღელვებულები გარედან აკვირდებიან.

მოცვივდნენ მეხანძრეები და შეიჭრნენ აგიზგიზებულ საავადმყოფოში.

ორი საათის შემდეგ ხანზარი დაძლეულია. გამოდის მეხანძრეების ოცმეთაური და კითხულობს მთავარ ექიმს. მიანიშნეს გაფითრებულ ჭაღარა კაცზე.

მეხანძრე მთავარ ექიმთან მივიდა და დამწუხრებულმა უთხრა:
- ცუდი ამბები გვაქვს, ბატონო
- რაშია საქმე? - დაინტერესდა მთავარი ექიმი
- სარდაფში სამი ავადმყოფი იყო. ორი გადავარჩინეთ, მაგრამ ერთი - ვერაფრით!
მთავარ ექიმს გული წაუვიდა. გაკვირვებული მეხანძრე დაინტერესდა:
- რა გულიანია?! როგორ განიცადა პაციენტის დაღუპვა?!
- საქმე ისაა - ჩუმად მიმართა იქვე მდგომმა ექიმმა - რომ სარდაფში მორგი გვქონდა განთავსებული.

Tuesday, March 29, 2011

ანეკდოტი - ბიზნეს-კონსულტანტი

ყაზახეთის მთებში ადგილობრივი მეცხვარე თავის დიდ ფარას აძოვებს.

შორიდან დაინახა, როგორ შემოვიდა მდელოზე უახლესი მოდელის Range Rover. მანქანა ფარას მიუახლოვდა და გაჩერდა. მანქანიდან გადმოვიდა ძალიან ძვირფას კოსტიუმში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი და მეცხვარეს გამოელაპარაკა.
- მე შემიძლია გითხრა, რამდენი ცხვარია შენს ფარაში. გასამრჯელოდ კი ერთი ცხვარი მინდა.
- თანახმა ვარ - უთხრა მეცხვარემ.

ახალგაზრდამ მანქანიდან დიდძალი ტექნიკა გადმოტვირთა. კომპიუტერით დაუკავშირდა სატელიტს, გადაიღო ფარის სურათები კოსმოსიდან. გადაიტანა გრაფიკული ანალიზის რთულ სისტემაში და ორი საათის დატვირთული მუშაობის შემდეგ თქვა
- ფარაში 1596 ცხვარია
- სწორია, აგერ მიიღე შენი გასამრჯელო - მიუგო მეცხვარემ
ახალგაზრდამ საბარგულში ჩატვირთა გასამრჯელო, მადლობა გადაუხადა მეცხვარეს და წასვლა დააპირა.

- მოიცადე ერთ წუთს - უთხრა მეცხვარემ - მეც მაქვს შენთან საქმიანი წინადადება. მე გამოვიცნობ შენს პროფესიას და რაც გადაგიხადე, დამიბრუნე.
- თანახმა ვარ - უთხრა ახალგაზრდამ
- შენ ხარ ბიზნესის მართვის საერთაშორისო კონსულტანტი - უთხრა მეცხვარემ.
ახალგაზრდას ძალიან გაუკვირდა:
- მართალი ხარ! როგორ მიხვდი?
- ჯერ ერთი, არავის უთხოვია, მაგრამ მაინც მოხვედი - უთხრა მეცხვარემ,
- მეორე - გასამრჯელო გამომართვი იმის თქმაში, რაც ისედაც ვიცოდი
- და მესამე - საკითხში საერთოდ ვერ ერკვევი!
- ახლა, თუ შეიძლება, ჩემი ძაღლი დამიბრუნე!

Wednesday, March 16, 2011

ანეკდოტი - გამოპრანჭული ქალბატონი

ქალს ფეხზე თათა ვარდანაშვილმა ჩააცვა...

ტანზე - ავთო ცქვიტინიძემ...

და ქეც დაახურა სახლში თავზე ქმარმა!

ანეკდოტი - მოხალისე პენსიონერი მეხანძრეები

ამერიკის პატარა ქალაქის მახლობლად, ქიმიურ ქარხანაში, გაჩნდა ხანძარი. მთელი შტატის სახანძრო მობილიზებულია, მაგრამ, ისეთი ძლიერი ხანძარია, ვერავინ ბედავს ქარხნის ტერიტორიაზე შესვლას. მოდის ახალ-ახალი სახანძრო რაზმები, მაგრამ ყველა შესასვლელთან ჩერდება.

შეკრებილებს სიტყვით მიმართავს ქარხნის დირექტორი:
- ძვირფასო მეხანძრეებო, ქარხნის ტერიტორიის შუაში მდგომ ადმინისტრაციულ შენობაში ინახება ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი დოკუმენტაცია. ქარხანას არ ვჩივით , მაგრამ, ვინც ამ დოკუმენტაციას გამოიტანს, მიიღებს ჯილდოს $50,000 ოდენობით.

განცხადებას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ყველას ეშინია შესვლა.
ცოტა ხანში დირექტორმა ჯილდო $100,000-მდე გაზარდა, მაგრამ უშედეგოდ...

როდესაც სიტუაციიგან გამოსავალი აღარ სჩანდა, გამოჩნდა კიდევ ერთი, ძველი სახანძრო მანქანა. საქმე ისაა, რომ იმ ქალაქში ყოფილმა პენსიონერმა მეხანძრეებმა ჩამოაყალიბეს მოხალისე პენსიონერი მეხანძრეების რაზმი.

მოხალისეების ძველმა მანქანამ ჩაუქროლა ყველა ახალთახალ სახანძროს, შეანგრია ქარხნის ჭიშკარი და "შეიჭრა" ქარხნის (და ხანძრის) შუაგულში. გადმოხტნენ მეხანძრე ბაბუები და დაიწყეს გაცხოველებულ ბრძოლა ხანძართან. მთელი საზოგადოება განცვიფრებული უყურებს მათ სიმამაცეს.

2 საათის შემდეგ ხანძარი დაძლეულია და ფასეული დოკუმენტებიც გადარჩა.

ქარხნის დირექტორი, კიდევ ერთხელ, სიტყვით მიმართავს შეკრებილ პოლიციას, ჟურნალისტებს და მეხანძრეებს:
- ასეთი სიმამაცე არც მინახავს და არც მსმენია! საოცრებაა! ჩვენ გადავწყვიტეთ $200,000-იანი ჯილდო გადავცეთ მოხალისე პენსიონერ მეხანძრეებს.

დიდი აპლოდისმენტებისა და მილოცვების შემდეგ, ჟურნალისტი ინტერვიუს სთხოვს მოხელისე მეხანძრეების მეთაურს:
- რაში დახარჯავთ მიღებულ ჯილდოს - დაუსვა პირველი შეკითხვა
- ნუ... პირველ რიგში ამ ჩვენი სახანძრო მანქანის მუხრუჭებს შევაკეთებთ...

Friday, February 11, 2011

ანეკდოტი - ედუარდი

2001 წელია. ჯორჯ ბუში უმცროსი ამერიკის პრეზიდენტი გახდა.

ბუშების ოჯახის ერთ-ერთი საზეიმო სადილის შემდეგ მამა-შვილი ჯორჯები საუბრობენ მსოფლიო პოლიტიკაზე.

საუბარში ჯორჯ უმცროსმა საქართველო ახსენა. ჯორჯ უფროსი დაინტერესდა:
- ჯორჯ, ვინ არის ახლა საქართველოს პრეზიდენტი?
- ედუარდ შევარდნაძეა, მამა.
- ჰოო... ძალიან კარგი! მამამისს - ედუარდს - კარგად ვიცნობდი თავის დროზე...

Friday, February 4, 2011

ანეკდოტი - პურგენი

ექიმის კაბინეტში პაციენტი მივიდა, რომელიც კუჭის შეკრულობას უჩიოდა. ექიმმა დეტალურად გამოკითხა და პურგენი (კუჭის "გამხსნელი") დაუნიშნა.

პაციენტმა მადლობა გადაუხადა და წასვლა დააპირა, როდესაც ექიმი ეუბნება:
- შენი ჭირიმე, ბავშვი მყავს ბაღიდან გამოსაყვანი (აქვეა) და კაბინეტს ვერ ვკეტავ. თუ გცალია, იქნებ გაჩერდე ერთი 20 წუთი და მეც დავბრუნდები.

პაციენტი დათანხმდა. 20 წუთის შემდეგ ექიმი ბრუნდება და ეკითხება:
- ვინმე ხომ არ მოსულა?
- კი, იყო ერთი, კუჭი ჰქონდა შეკრული.
- მერე?
- მერე, პურგენი მივეცი.
- მერე?
- მერე, ფანჯრიდან ვუყურებდი. ჯერ წყნარად მიდიოდა, მერე სწრაფად გაიქცა.
- ყოჩაღ! გიშველია კაცისთვის! კიდევ ვინმე ხომ არ ყოფილა?
- კი, იყო ერთი. კუჭი ჰქონდა აშლილი.

- მერე?
- მერე, პურგენი მივეცი.
- მერე?!
- მერე, ფანჯრიდან ვუყურებდი. ჯერ სწრაფად მირბოდა, მერე ხელი ჩაიქნია და ნელ-ნელა წავიდა.
- ვაააა... კიდევ თუ იყო ვინმე?
- კი, იყო ერთი. ხველა აწუხებდა.
- მერე?
- მერე, პურგენი მივეცი.
- მერე?
- მერე, აგერ კუთხეში ზის. დახველება ეშინია.

ანეკდოტი - სვანი სიცრუის დეტექტორზე

სვანი უნდა შეამოწმონ სიცრუის დეტექტორით. შეაერთეს.
"ოპერატორი" უხსნის:
- კითხვებს რომ დაგისვამთ, თუ სიმართლეს იტყვი, მწვანე ნათურა აინთება. თუ მოიტყუებ - წითელი. გაიგე?
- გავიგე - უპასუხა სვანმა და წითელი ნათურა აინთო

ანეკდოტი - შვარცნეგერი საყვარელთან

შვარცნეგერი საყვარელთანაა და ხალისობენ...

უცებ, კარზე ზარია.

- ვაიმე! ჩემი ქმარია - ამბობს ქალი

შვარციკა წამოხდება, "შმოტკებს" დაითრევს და ეკითხება:
- სათადარიგო გასასვლელი სადა გაქვს?!
- არა მაქვს სათადარიგო გასასვლელი!
- სად გინდა, რომ გქონდეს?!

სასაცილო სურათი - მსოფლიო ამერიკელების თვალით

სასაცილო სურათი - ნეტავ ვინ არისო?..

სასაცილო ფაქტები - რას ვსწავლობთ ჰოლივუდის ფილმებიდან?


  1. უზარმაზარი ბინები ნიუ-იორკში (მანჰეტენზე) აქვს ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, სად მუშაობს, ან, თუნდაც, უმუშევარს
  2. იდენტური ტყუპებიდან მინიმუმ ერთი აუცილებლად ბოროტია
  3. როდესაც ბომბის გაუვნებელყოფას დააპირებთ, ნუ იდარდებთ, რომელი მავთული გადაჭრათ - აუცილებლად სწორს აირჩევთ
  4. ლეპტოპების უმეტესობა საკმარისად მძლავრია, რომ თავდამსხმელი უცხოპლანეტელების საკომუნიკაციო სისტემა გამოიყვანოს მწყობრიდან
  5. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ ადამიანს ეჩხუბებით. მოწინააღმდეგეები ადგილზე იხტუნებენ და იცეკვებენ (საშიშად, რა თქმა უნდა), სანამ თქვენ მათ "წინამორბედებს" გაუსწორდებით.
  6. როდესაც ოთახში შუქს გამორთავთ დასაძინებლად, ყველაფერი ისევ კარგად სჩანს, უბრალოდ, ცოტა ლურჯი ფერი გადაჰკრავს
  7. თუ ქერა და ლამაზი გოგონა ხარ, შესაძლებელია ატომური ფიზიკის ექსპერტი გახდე 22 წლის ასაკში
  8. პატიოსან და მშრომელ პოლიციელებს ტრადიციულად კლავენ პენსიაზე გასვლამდე სამი დღით ადრე
  9. ტყვიების დახარჯვის ნაცვლად, მანიაკები თავის მსხვერპლებს კლავენ ძალიან რთული მექანიზმების დახმარებით, რომლებიც შეიცავს დამცველებს, ბერკეტებს, ხარიხებს, მომწამლავ გაზებს, ლაზერებს და კაციჭამია ზვიგენებს. რაც მთავარია, მექანიზმი 20 წუთს მაინც აძლევს მსხვერპლს გასაქცევად.
  10. ყველა ლოგინს აქვს სპეციალური, L-ის ფორმის საბანი. როცა ქალი და მამაკაცი ერთი საბნის ქვეშ წვანან გვერდიგვერდ, საბანი ქალს კისრამდე წვდება, ხოლო კაცს - წელამდე.
  11. პროდუქტების მაღაზიიდან მოტანის ნებისმიერ ქაღალდის პარკში დევს ერთი მაინც "ბატონი" პური.
  12. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თვითმფრინავის დასმა, თუ ვინმე ეხმარება საკონტროლო ანძიდან.
  13. პომადა არასოდეს შორდებათ წყალქვეშა ყვინთვისასაც კი.
  14. ბრძოლაში აუცილებლად გადარჩები, თუ არ შეცდი და ვინმეს შენი შეყვარებულის სურათი არ აჩვენე.
  15. ცურვისას თმა ყოველთვის იდეალურადაა დავარცხნილი.
  16. როდესაც ბოროტმოქმედი გმირს დაიჭერს, პირველ რიგში დეტალურად აუხსნის, როგორ მოკვდება გმირი, შემდეგ, დეტალურად აუხსნის თავისი ბოროტმოქმედების სტრატეგიულ გეგმას. შემდეგ სასიკვდილოდ მიატოვებს გმირს ის კი, სასწაულებრივად, დაიღწევს თავს.
  17. თუ გინდა, რომ გერმანელ ან რუს ოფიცრად მიგიღონ, თვითონ ენის ცოდნა არაა აუცილებელი. გერმანული ან რუსული აქცენტით ინგლისურად საუბარი საკმარისია.
  18. პარიზში ეიფელის კოშკი ნებისმიერი ფანჯრიდან სჩანს.
  19. კაცი ტკივილს გმირულად იტანს როდესაც სასტიკად სცემენ, მაგრამ კვნესის,როდესაც მეგობარი გოგონა უმუშავებს ჭრილობებს.
  20. თუ კადრში შუშის დიდი ვიტრინა სჩანს, მას, ცოტა ხანში, ვინმე გამოანგრევს
  21. მოჯადოებულ სახლში ყოფნისას ქალმა უნდა გამოიკვლიოს საეჭვო ხმები და ამ დროს ყველაზე "გულახდილი" საცვლები უნდა ეცვას
  22. ტექსტურ რედაქტორებს კურსორი არა აქვთ და გახსნისას ამბობენ: "შეიყვანეთ პაროლი ახლა!"
  23. მაშინაც კი, როდესაც სრულიად სწორ გზაზე მიდიხართ მანქანით, აუცილებლად უნდა ამოძრავოთ საჭე აქეთ-იქით
  24. ყველა ბომბი აღჭურვილია წითელი მანათობელი ცოფრებიანი ტაიმერით, რომელიც ყოველთვის აჩვენებს, როდის აფეთქდება
  25. ბომბს ვერასდროს აუვნებელყოფენ ბოლო წამზე ადრე
  26. გამომძიებელს საქმის გახსნა მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რაც საქმეს ჩამოაშორებენ
  27. პოლიციის დეპარტამენტები თავის თანამშრომლებს ფსიქოლოგიურ ტესტებს უტარებენ, რომ პარტნიორებად სრულიად საპირისპირო ხასიათის ადამიანები შეარჩიონ
  28. როდესაც მარტო რჩებიან უცხოელი (არა-ამერიკელი) სამხედროები ერთმანეთში მაინც ინგლისურად საუბრობენ
  29. ძალიან მარტივია ბუნდოვანი სურათის გადიდება და მასში ახალი დეტალების აღმოჩენა
  30. გმირს ერთი წამიც არ ეკარგება, რომ 150 თავდამსხმელიდან თითოეულს სძლიოს, მაგრამ, როცა სუპერ-ბოროტი მოვა, მასთან ბრძოლა 10-15 წუთს აუცილებლად გასტანს

Thursday, February 3, 2011

სასაცილო ფაქტები - კომპიუტერები ჰოლივუდში

25 характерных особенностей компьютеров, показываемых в голливудских кинофильмах
1. Нет курсора у текстовых редакторов. 
2. Герои всегда чрезвычайно быстро набирают текст, причем никогда не пользуются при этом клавишей пробела. 
3. Персонажи фильмов никогда не печатают с ошибками.
4. На любом мониторе буквы имеют размер в несколько сантиметров. 
5. Суперкомпьютеры, которые использует НАСА или ЦРУ, или другие правительственные учреждения, всегда имеют очень простой графический интерфейс. Если же графического интерфейса нет, то используется чрезвычайно мощная текстовая командная оболочка, понимающая литературный английский (такая оболочка предоставляет доступ к любой нужной информации, стоит только набрать что-нибудь вроде Получить доступ к секретным файлам" на первой попавшейся клавиатуре). 
6. Для того чтобы заразить компьютер разрушительным вирусом, достаточно просто набрать "Загрузить вирус" (фильм "Крепость"). 
7. Все компьютеры соединены в глобальную сеть. Вы можете считать информацию с компьютера главного негодяя даже в том случае, если он выключен. 
8. Мощные компьютеры пищат при каждом нажатии на клавиши или перерисовке экрана. Некоторые компьютеры замедляют вывод на экран так, чтобы вы могли читать текст по мере вывода, а наиболее продвинутые компьютеры при этом еще и эмулирует звук матричного принтера. 
9. Все панели управления работают под напряжением в тысячи вольт и имеют вмонтированные взрывные устройства. О сбое компьютера вы узнаете по яркой вспышке, клубам дыма, фонтану искр и взрыву, который отбросит вас от компьютера на несколько метров. 
10. После набора текста компьютер можно спокойно выключить, не сохранив данные. 
11. Хакер способен взломать самую крутую защиту, угадав пароль со второго раза. 
12. Вы можете обойти сообщение "Отказ в доступе" с помощью команды "Игнорировать". 
13. Любой компьютер загружается не более чем за 2 секунды. 
14. Сложные вычисления и загрузка больших объемов данных завершаются не более чем за три секунды. 
15. Модемы в фильмах обычно передают данные со скоростью не менее двух гигабайт в секунду. 
16. Когда перегревается главный компьютер атомной станции или ракетной базы, все панели управления взрываются - непосредственно перед взрывом всего здания. 
17. Если вы просматриваете файл, а его кто-то удаляет, то файл исчезает с экрана. 
18. Если на дискете есть зашифрованные файлы, то стоит вам вставить ее в дисковод, и у вас сразу запросят пароль. 
19. Компьютеры могут обмениваться информацией друг с другом независимо от того, кто их изготовил и в какой галактике (фильм "День независимости"). Все системы имеют один и тот же стандартный интерфейс. Так с помощью записной книжки вы можете подобрать PIN-КОД кредитной карточки (фильм Терминатор-2"). 
20. Любые дискеты читаются на любом компьютере, оснащенном дисководом, любые программы работают на любой платформе. 
21. Чем совершеннее компьютер, тем больше у него кнопок. При этом работа на таком компьютере требовала весьма профессионального оператора, так как на кнопках нет никаких надписей, за исключением кнопки "Самоуничтожение" 
22. Большинство компьютеров, даже самые маленькие, способны работать в режиме воспроизведения реалистичной трехмерной интерактивной анимации в гигантских разрешениях с фотореалистичной глубиной цвета. 
23. Лаптопы всегда могут работать в режиме полноэкранного видеофона в режиме реального времени и имеют производительность, сопоставимую с Cray-ем. 
24. Когда персонаж смотрит на монитор, изображение настолько яркое, что проецируется на его лицо. 
25. Поиск в Интернете всегда дает вам именно то, что вы искали, независимо от того, насколько общие ключевые слова вы задали (так, например, в фильме "Невыполнимая миссия* Том Круз задал поиск по ключевым словам "файл" и "компьютер", после чего получил 3 ссылки).

ანეკდოტი - გამოცდაზე

ზეპირ გამოცდაზე შესული სტუდენტი სწრაფად იღებს ბილეთს, დააკვირდება და მორიდებულად სთხოვს პროფესორს ბილეთის გამოცვლის უფლებას. პროფესორი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. 

სტუდენტს არც მეორე ბილეთი მოეწონება და მესამეს იღებს, რომლის საკითხებიც მისთვის, აგრეთვე, უცნობია.

პროფესორი სტუდენტს ჩათვლის წიგნაკს გამოართმევს და გარკვევით უწერს 3–ს. სტუდენტი მადლობას უხდის და გახარებული ტოვებს აუდიტორიას. 

ასისტენტი, რომელიც ესწრებოდა გამოცდას, განცვიფრებით ეკითხება პროფესორს: 
- რატომ დაუწერეთ სამიანი? მან ხომ ვერცერთ ბილეთზე ვერ გასცა პასუხი?!
- რადგან "კარგ ბილეთს" ეძებს, ესე იგი, რაღაც იცის! - პასუხობს პროფესორი

Tuesday, February 1, 2011

ანეკდოტი - დრუჟბა

ცხოვრებისგან როგორ უნდა იყო გულდაწყვეტილი, რომ ბენზო-ხერხს "დრუჟბა" დაარქვა?!

ანეკდოტი - ანჯელინა ჯოლის პროტესტი

გუშინ, პრეს-კონფერენციაზე, ანჯელინა ჯოლიმ კატეგორიულად მოითხოვა პატიმრებისთვის, სიკვდილით დასჯის წინ, ბოლო სურვილის შესრულების ტრადიციის გაუქმება!..

სურათი - უსწავლიათ ჩინელებს რუსული და ეგაა...

ანეკტოდი - ბეჭდვითი გამოცემა

მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებით აღმოჩნდა, რომ ყველაზე პოპულარული ბეჭდვითი გამოცემა ყველა კონტინენტსა და ქვეყანაში არის... ფული

სურათი - სამუშაო კვირა 30 წლამდე და შემდეგ

სურათი - ისწავლეთ სროლა

სურათი - სტრესის შემცირების ინსტრუმენტი

Monday, January 31, 2011

ანეკდოტი - ჩავარდნები

- ექიმო, ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში!
- საინტერესოა... დიდი ხანია, რაც დაგეწყოთ?
- რა დამეწყო, ექიმო?..
- ჩავარდნები!
- რა ჩავარდნები?!

Sunday, January 30, 2011

ანეკდოტი - სასწორზე

ცოლმა შეამჩნია, რომ ქმარი აბაზანაში სასწორზე დგას და მთელი ძალით ცდილობს მუცელი შეწიოს.
- ძვირფასო, არა მგონია, მაგან გიშველოს...
- როგორ არ მიშველის?! აბა ციფრებს ისე როგორ დავინახავ?!

ანეკდოტი - საუკეთესო მეგობარი

- ჰმ!... ვირო მადლიო რაა... 
- მე მაგათთვის ღამით არ მეძინა და დღისითაც ვფხიზლობდი, სულ იმას ვცდილობდი მათთვის მესიამოვნებინა, მაგათ კი რით გადამიხადეს?!. 
- არა, ესე საქვეყნოდ ღობეზე მიწერა მაინც რა იყო?!
- მე მზადა ვარ ტყვიას შუბლი მიუშვირო, ეგენი კი... "ავი ძაღლიაო"!!!
- ჰოდა, დადგნენ ახლა და თვითონ იყეფონ...

ანეკდოტი - ხომალდზე

დიდი თეთრი ხომალდი ატლანტის ოკეანის ტალღებს მიარღვევს.

კაპიტანის დავალებით ყველა მგზავრს და ეკიპაჟის წევრებს ზედა გემბანზე შეკრიბავენ, სადაც კაპიტანი მიმართავს.

- ძვირფასო სტუმრებო და მეზღვაურებო, თქვენთვის ერთი ძალიან კარგი ამბავი მაქვს და ერთიც - ძალიან ცუდი! რომლით დავიწყო?

- კარგით! - იძახის აგზნებული ხალხი.

- გილოცავთ! თერთმეტი  ოსკარი ავიღეთ!..

Saturday, January 29, 2011

ანეკდოტი - სითხეები

- ლუდი რატომ გამოდის ორგანიზმიდან რძეზე უფრო მალე?
- იმიტომ, რომ ფერის შეცვლა არ სჭირდება.
- ყაზბეგის ლუდი რატომ გამოდის ორგანიზმიდან სხვა ლუდებზე მალე?
- იმიტომ, რომ გემოს შეცვლაც არ სჭირდება!

ანეკდოტი - პატიოსანი აიტიშნიკი

კლიენტი რეკავს ფირმაში, რომელიც კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებითაა დაკავებული.

- ჩემი პრინტერი აღარ ბეჭდავს. იქნებ, დამეხმაროთ

- სავარაუდოდ, გაწმენდა სჭირდება - პასუხობს ფირმის თანამშრომელი - ეს სერვისი ჩვენთან 50 ლარი ღირს, მაგრამ, ჩემი აზრით, სჯობია, რომ ინსტრუქცია წაიკითხოთ. მარტივი პროცესია და თქვენ თვითონ შესძლებთ ამის გაკეთებას. ტყუილად რატომ უნდა დახარჯოთ ფული?!

ასეთი პატიოსნებით და პირდაპირობით გაკვირვებული კლიენტი ეუბნება:
- დიდი მადლობა რჩევისთვის, მაგრამ თქვენმა უფროსმა იცის, რომ ასე ეხმარებით კლიენტებს და ხელს უშლით ბიზნესს?!
- იცით, ეს ჩვენი უფროსის იდეაა. ჩვენ გაცილებით მეტ შემოსავალს ვიღებთ, თუ კლიენტი, თავიდან, თვითონ ცდილობს რამის შეკეთებას.

ანეკტოდი - ჯოჯოხეთში

კაცი მოკვდა და მოხვდა ჯოჯოხეთში. პირველი დღეა და მოწყენილი დაბოდიალობს ბნელ ადგილებში.

შემოხვდა ეშმაკი და ეკითხება:
- რა არის?! რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი?! რა მოხდა?!
- რაღა უნდა მოხდეს?! ჯოჯოხეთში ვარ!
ეშმაკი ამშვიდებს:
- აქ არც ისე ცუდია, როგორც ამბობენ. მე სულ აქ ვარ და მომწონს კიდეც. შენ ერთი ეს მითხარი - თამბაქო თუ გიყვარდა სიცოცხლეში?
- კი, ვეწეოდი და მიყვარდა.
- აბა, ორშაბათს "გაგისწორდება" - მოწევის დღე გვაქვს. მთელი მსოფლიოს თამბაქო აქ არის - სიგარები, სიგარეტები, ჩიბუხები და რაც გინდა, სულო და გულო. თან, რამდენიც გინდა, მოწიე - ხომ გახსოვს, მკვდარი ხარ და აღარაფერი დაგიშავდება. ჰოდა, მთელი ორშაბათი ყველა ეწევა, სანამ ცუდად არ გახდება, მერე ცუდად ხდება და, მერე, ისევ ეწევა. მოკლედ, არ მოიწყენ!
- ვაააა... საინტერესოა.
- ერთი, ესეც მითხარი. დალევა თუ გიყვარდა სიცოცხლეში?
- კი, მიყვარდა - ცოტა გამხნევდა "ახალწვეული".
- ჰოდა, მაშინ, სამშაბათიც მოგეწონება - ალკოჰოლის დღეა. მთელი მსოფლიოს ალკოჰოლი აქაა - აქეთ ვისკები, იქით არყები, ღვინოები, კოქტეილები, საუკეთესო ბარმენები და მიდის სმა, სანამ ცუდად გახდები. მერე, ისევ ვაგრძელებთ. თან, ხომ გახსოვს, მკვდარი ხარ და რაღა უნდა დაგიშავდეს?! ჰოდა, სამშაბათიც ასე გადის.
- ოთხშაბათს რა ხდება? - ეკითხება ცოტა გახალისებული ადამიანი
- აზარტული თამაშები გიყვარდა? - ეკითხება ეშმაკი
- კი, კაზინოს ხშირი სტუმარი ვიყავი - პასუხობს ადამიანი.
- ჰოდა, მაშინ, ოთხშაბათი შენი დღე ყოფილა - მთელი ჯოჯოხეთი ერთ დიდ კაზინოდ იქცევა, აქეთ რულეტკაა, იქით - ბლექჯეკი, ყველა პოკერს თამაშობს და არის ერთი გნიასი. თანაც წაგების არ გეშინია - ხომ გახსოვს, მკვდარი ხარ?! ჰოდა, მიდის თამაში მთელი დღე და ღამე!
- რა მაგარია?! - აღფრთოვანდა ახალმოსული - ძალიან სახალისო სჩანს! ხუთშაბათს რა ხდება?
- ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა! გეი იყავი სიცოცხლეში?
- არა???!!!
- ჰოოო... მაშინ ხუთშაბათს გაგიჭირდება!..

Friday, January 28, 2011

ანეკდოტი - ქალი საჭესთან ვარსკვლავივითაა

ქალი საჭესთან არის ვარსკვლავივით: შენ მას ხედავ, ის კი შენ - ვერა

Monday, January 17, 2011

ანეკდოტი - ცოლის დაბადების დღე

- რა არის ცოლის დაბადების დღის დამახსოვრების საუკეთესო მეთოდი?
- ერთხელ დავიწყება!

Sunday, January 16, 2011

ანეკდოტი - მნიშვნელოვანი დოკუმენტი

უფროსი ეუბნება მდივანს: - ეს ძალიან მნიშნველოვანი დოკუმენტია. ამიტომ, თუ შეიძლება, შეინახეთ თქვენს მანიკიურთან ერთად, რომ საჭიროებისას, უცებ მოვძებნოთ.

ანეკდოტი - მთამსვლელები

დილით, მთის ძირში, სამმა ყურადღებიანმა მთამსვლელმა ერთი უყურადღებო აღმოაჩინა

Saturday, January 15, 2011

ანეკდოტი - ერთგული ინგლისელი მსახური

ინგლისელი ლორდი ჯენტლმენების კლუბიდან თავის საგვარეულო სახლში რეკავს
- გისმენთ - პასუხობს მსახური
- პატივცემულო - მიმართავს ლორდი
- დიახ, სერ!
- თუ შეიძლება, ადით ჩემს საძინებელში და ნახეთ, რას აკეთებს ჩემი ცოლი
ისმის მსახურის გამოზომილი, წყნარი ნაბიჯები მეორე სართულზე ასასვლელი კიბიდან... მერე დაბრუნების ნაბიჯები...
- სერ, თქვენი ცოლი, თქვენთან ერთად, ლოგინში წევს
- თუ ასეა, პატივცემულო, აიღეთ ჩემი თოფი და მოგვკალით მე და ჩემი ცოლი
- დიახ, სერ!
ისმის ნაბიჯები, მერე ხმაური და გასროლების ხმა. მსახური ისევ ტელეფონს დაუბრუნდება
- სერ
- რა ჰქენით, პატივცემულო?
- სერ, თვენი მეუღლე პირველივე გასროლით მოვკალი, მაგრამ თქვენ ფანჯრიდან გადახტით და მუხების ჭალას შეაფარეთ თავი.
- კი, მაგრამ, ჩემს საკარმიდამოს მუხების ჭალა არა აქვს?!
- მაშინ, ეტყობა, ნომერი შეგეშალათ, სერ

ნამდვილი ამბავი - ცხელი წყალი

გუშინ გამახსენა ეს ისტორია მეგობარმა.

დაახლოებით 10 წლის წინ, ზაფხულში, მე და ჩემი მეუღლე სურამში ოთახებს ვეძებდით საქირავებლად.

დავდივართ ოჯახიდან ოჯახში და ვათვალიერებთ ალტერნატივებს.

ერთ-ერთი ოჯახის ეზო ძალიან მოგვეწონა (ბავშვების სათამაშოდ) და სახლის სანახავად ავდივართ დიასახლისთან ერთად. ნატო (ჩემი მეუღლე) ეკითხება ერთ-ერთ "რიგით" შეკითხვას:
- ცხელი წყალი ხომ გაქვთ?
მანამდე ნანახ სახლებში, თითქმის ყველგან, ბაკები ჰქონდათ
- ცხელი წყალი რად გინდა შვილო? - მიუგო დიასახლისმა
გაკვირვებული ნატო პასუხობს:
- დასაბანად (???)
- შვილო, რაღაცა ერთი თვით ჩამოდიხართ და...

გაშტერებულები გამოვბრუნდით - სახლში შესვლა აღარ მოგვინდა...

Thursday, January 13, 2011

ანეკდოტი - ეგვიპტის პირამიდები

ეგვიპტის პირამიდები აშენდა იმ დროს, როდესაც ფარაონები ფინანსური კრიზისების გამო წარმოქმნილ უმუშევრობას ებრძოდნენ.

ანეკდოტი - სვანი ოტელო

სვანეთში დადგეს “ოტელო”

გამოკრულია აფიშა

ოტელო - ხუტა კვებლიანი

დეზდემონა - ნელი გაზდელიანი (ორშაბათი), მზექალა ხერგიანი (სამშაბათი), მზია გასვიანი (ოთხშაბათი)...

ანეკდოტი - ბანკი

ბანკი ის ადგილია, სადაც ფულს გასესხებენ თუ დაუმტკიცებთ, რომ ფულის სესხება არ გჭირდებათ

Wednesday, January 12, 2011

სურათი - ნათურა მაცივარში

ანეკდოტი - მეტროს დასათვალიერებლად

მოსკოვის მეტროს ერთ-ერთ სადგურში (სადაც ნასვამების ჩასვლა აკრძალულია) მაგარი მთვრალი ტიპი შევიდა.

ყოჩაღი მილიციელი წინ გადაუდგა და არ უშვებს ესკალატორისკენ.

მთვრალი ეხვეწება:
- ჩამიშვი, ძალიან გთხოვ!
- ნასვამზე არ შეიძლება!
- ძალიან გთხოვ, დასათვალიერებლად მაინც ჩამიშვი!
- შენ რა, მეტრო არ გინახავს?!
- შენ ხომ არასოდეს მიშვებ და როგორ მექნება ნანახი?!

Tuesday, January 11, 2011

ანეკდოტი - მაროს დედა

მიხო და მარო ტელევიზორში "უჟასებს" უყურებენ.

უცებ ეკრანზე, სრულიად მოულოდნელად, გამოჩნდება საშინელი, სისხლიანი და მახინჯი არსება. ამის დანახვაზე მაროს "ვაიმე, დედა!" აღმოხდება.

მიხო მიუბრუნდება და სიყვარულით ეტყვის "იცაან დედაშენი?!"

ანეკდოტი - ჯენტლმენები და ქალთევზა

ორი ჯენტლმენი  ტემზაზე ნავით მიცურავს.

უცებ ულამაზესი ქალთევზა წყლიდან პირდაპირ ნავში ამოხტება.

ორივე ჯენტლმენი ყურადღებით უყურებს რამოდენიმე წუთი, მერე ერთდროულად მოჰკიდებენ ხელს თავში და ბოლოში, წყალში გადააგდებენ და მშვიდად გააგრძელებენ გზას.

ნაპირზე მყოფი, ამ სურათის მომსწრე, კიდევ ერთი ჯენტლმენი დაუძახებს ნავის მგზავრებს:
- ჯენტლმენებო, კი მაგრამ, რატომ?!
ნავში მჯდომი ჯენტლმენები დაფიქრდებიან და ნაპირზე გასძახებენ:
- კი, მაგრამ როგორ, სერ?!

Monday, January 10, 2011

ანეკდოტი - თამბაქოს ძიებაში

საინტერესოა, რამდენნაირი ბალახი მოწიეს ინდიელებმა, სანამ თამბაქოს მიაგნეს...