ორი ჯენტლმენი ტემზაზე ნავით მიცურავს.
უცებ ულამაზესი ქალთევზა წყლიდან პირდაპირ ნავში ამოხტება.
ორივე ჯენტლმენი ყურადღებით უყურებს რამოდენიმე წუთი, მერე ერთდროულად მოჰკიდებენ ხელს თავში და ბოლოში, წყალში გადააგდებენ და მშვიდად გააგრძელებენ გზას.
ნაპირზე მყოფი, ამ სურათის მომსწრე, კიდევ ერთი ჯენტლმენი დაუძახებს ნავის მგზავრებს:
- ჯენტლმენებო, კი მაგრამ, რატომ?!
ნავში მჯდომი ჯენტლმენები დაფიქრდებიან და ნაპირზე გასძახებენ:
- კი, მაგრამ როგორ, სერ?!

No comments:
Post a Comment