Monday, January 10, 2011

ნამდვილი ამბავი - სამეზობლოში ფულის შეგროვება სახიფათო საქმეა

ჩემი მეგობრის კორპუსში ერთ-ერთ აქტიურ მეზობელს დაავალეს სადარბაზოში რაღაც სამეურნეო საქმისთვის (ლიფტი, დასუფთავება და ა.შ.) ფულის შეგროვება. ისიც სერიოზულად მიუდგა საქმეს - დადის, აწუხებს მეზობლებს, აწარმოებს აღრიცხვას და ა.შ.

ერთ საღამოს ჩვენი შემგროვებელი ეზოშია სხვა მეზობლებთან ერთად. ერთ-ერთმა სთხოვა, ერთი ფულის შეგროვების სია მანახეო. ამანაც გაუწოდა.

ძალიან უცნაური სია გამოდგა - ჩამოწერილია ყველა მეზობლის სახელი და გვარი. გასწვრივ ზოგს უწერია "მოტ", ზოგს კი - "მოსატ".

გადაირია მეზობელი, ეს რა უბედურებაა? ეს "მოტ" და "მოსატ" რას ნიშნავსო?!
ავტორმაც, სრული სერიოზულობით, უპასუხა:
- რა ვერ გაიგე, ბიჭო, ფული ზოგს მოტანილი აქვს და ზოგს - მოსატანიო.

No comments:

Post a Comment