ჩემმა ბათუმელმა ნაცნობმა ბიზნესმენმა მოყვა მაგარი ისტორია.
თბილისიდან შემოწმებაზე ჩამოუვიდა საგადასახადო ინსპექტორი (შევარდნაძის დროა), რომელმაც ცოლ-შვილიც ჩამოიყვანა დასასვენებლად. დასვენება, რა თქმა უნდა, ბიზნესმენის ხარჯზე დაიგეგმა.
მოკლედ, ყოველდღე 2-3-ჯერ მიდიოდა რესტორანში სტუმრების "პატივისცემა". თან ინსპექტორსა და მის ცოლს თევზი ძალიან ჰყვარებიათ და ყოველდღე მიირთმევდნენ ნაირ-ნაირს. გაყვლიფეს ჩვენი ბიზნესმენი.
ისტორია მთხრობელმა ასე დაასრულა:
- იმდენი თევზი ჭამეს იმ შობელძაღლებმა, თბილისში რომ წავიდნენ, მანქანას ბათუმიდან სამტრედიამდე თოლიები მისდევდნენ!





