Monday, May 2, 2011

ანეკდოტი - გამხეცებული გორილა

მიხოს და მაროს აღგზნებული მამალი გორილა მოსდევს. თავქუდმოგლეჯილები გარბიან.

გზის ერთ-ერთ გასაყარზე სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ. გორილა მაროს დაედევნა.

მარომ იქვე მდგომ ხეზე ასვლა გადაწყვიტა. გორილაც მიყვა. მარო უკვე კენწეროშია, გორილა კი უახლოვდება. მისი ბინძური მიზნები ეჭვს არ იწვევს... სიტუაცია დაიძაბა!

მარომ განწირული ხმით მიხოს მოუხმო: 
- მიშველე, მიხო!

მიხომ მიუგო: 
- ახლა მაგას აუხსენი "თავი მტკივა, წელი მტკივა, წნევა მაქვს"!

Monday, April 18, 2011

სასაცილო ამბავი - თევზის მოყვარული ინსპექტორი

ჩემმა ბათუმელმა  ნაცნობმა ბიზნესმენმა მოყვა მაგარი ისტორია.

თბილისიდან შემოწმებაზე ჩამოუვიდა საგადასახადო ინსპექტორი (შევარდნაძის დროა), რომელმაც ცოლ-შვილიც ჩამოიყვანა დასასვენებლად. დასვენება, რა თქმა უნდა, ბიზნესმენის ხარჯზე დაიგეგმა. 

მოკლედ, ყოველდღე 2-3-ჯერ მიდიოდა რესტორანში სტუმრების "პატივისცემა". თან ინსპექტორსა და მის ცოლს თევზი ძალიან ჰყვარებიათ და ყოველდღე მიირთმევდნენ ნაირ-ნაირს. გაყვლიფეს ჩვენი ბიზნესმენი.

ისტორია მთხრობელმა ასე დაასრულა:
- იმდენი თევზი ჭამეს იმ შობელძაღლებმა, თბილისში რომ წავიდნენ, მანქანას ბათუმიდან სამტრედიამდე თოლიები მისდევდნენ!

Thursday, April 7, 2011

ანეკდოტი - ამირანის ჯაჭვები

საქართველოდან მთელი ჯართი გაიტანეს!

ამირანი, თურმე, კავკასიონის ქედზე სკოჩებით ყავთ დამაგრებული!

Tuesday, April 5, 2011

ანეკდოტი - ბეჭდები

- ქალს რომ "რგოლი" ბეჭედი უკეთია, რას ნიშნავს?
- ეს ნიშნავს, რომ გათხოვილია.
- გასაგებია. და ჩვეულებრივი ბეჭედი რომ უკეთია?
- ეს... არაფერს ნიშნავს.
- გასაგებია. და ორივე რომ უკეთია - "რგოლიც" და ჩვეულებრივიც?
- ეს ნიშნავს, რომ გათხოვილია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.

ანეკდოტი - "კატოკის" მსხვერპლი

კაცს "კატოკმა" გადაუარა. რეკავენ სასწრაფოში:
- ალო, სასწრაფო დახმარებაა? სასწრაფოდ მოდით - ფეხით მოსიარულეს "კატოკმა" გადაუარა.
- გასაგებია. ბრიგადა გამოდის. მისამართი ჩაგვაწერინეთ. სად მოვიდეთ?
- ჩაიწერეთ. პავლოვის ქუჩის 18-დან 24 ნომრამდე...

ანეკდოტი - მესაათე ოდესაში

კაცს, ოდესაში ყოფნისას, საათი გაუფუჭდა და ხელოსანს ეძებს.

მიიხედა, მოიხედა. დაინახა კარი, რომლის თავზეც საათია ჩამოკიდული და შევიდა. პატარა ოთახში სამი ახალგაზრდა ზის.
- ბიჭებო, საათის შეკეთება შეგიძლიათ?
- არა
- აბა, რას აკეთებთ ამ ოფისში?
- წინდაცვეთას ვაკეთებთ.
- მერე, საათი რატომ ჩამოკიდეთ შემოსასვლელის თავზე?!
- თქვენ რის ჩამოკიდებას გვირჩევდით შემოსასვლელის თავზე?!

Saturday, April 2, 2011

ანეკდოტი - მეუღლის სმენის პრობლემა

შეწუხებული ქმარი მეგობარ ექიმთან მიდის.
- ძალიან შეწუხებული ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე - შესჩივლა სტუმარმა.
- რა გიჭირს, მეგობარო?
- რა და, ჩემს მეუღლეს ყურთასმენა დააკლდა და არ ვიცი, რა ვქნა. ვერც ვეუბნები და როგორღაც უნდა დავეხმაროთ.

- შენ ნუ ინვერვიულებ! ეშველება! პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, რამდენად დააკლდა სმენა. მოდი, ასე გავაკეთოთ, სახლში რომ იქნები, ჯერ შორიდან დაელაპარაკე, მერე თანდათან მიუახლოვდი და დააკვირდი, რა მანძილიდან გაიგებს შენს ხმას.
ასეც შეთანხმდნენ.

შემდეგ კვირა დღეს, როდესაც ცოლ-ქმარი სახლში იყვნენ, ქმარმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. ცოლი სამზარეულოში საქმიანობდა. ქმარი აივანზე გავიდა და იქიდან შესძახა მეუღლეს:
- ძვირფასო, დღეს სადილად რა გვაქვს?
პასუხი არ იყო. ქმარი სასტუმრო ოთახში შევიდა და, იქედან  გაიმეორა შეკითხვა:
- ძვირფასო, დღეს სადილად რა გვაქვს?
პასუხი არც მეორე მცდელობას მოჰყვა. ქმარი სამზარეულოს კართან დადგა და იქიდან ჰკითხა:
- ძვირფასო, დღეს სადილად რა გვაქვს?
არც ამჯერად მოჰყვა კითხვას პასუხი. სასოწარკვეთილი ქმარი სამზარეულოში შევიდა და ცოლს ზურგს უკან დაუდგა ორ ნაბიჯში.
- ძვირფასო, დღეს სადილად რა გვაქვს?
მეუღლემ უპასუხა:
- რა გჭირს?! მეოთხედ გეუბნები, სუპი გვაქვს სადილად.