- ექიმო, ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში!
- საინტერესოა... დიდი ხანია, რაც დაგეწყოთ?
- რა დამეწყო, ექიმო?..
- ჩავარდნები!
- რა ჩავარდნები?!
Monday, January 31, 2011
Sunday, January 30, 2011
ანეკდოტი - სასწორზე
ცოლმა შეამჩნია, რომ ქმარი აბაზანაში სასწორზე დგას და მთელი ძალით ცდილობს მუცელი შეწიოს.
- ძვირფასო, არა მგონია, მაგან გიშველოს...
- როგორ არ მიშველის?! აბა ციფრებს ისე როგორ დავინახავ?!

ანეკდოტი - საუკეთესო მეგობარი
- ჰმ!... ვირო მადლიო რაა...
- მე მაგათთვის ღამით არ მეძინა და დღისითაც ვფხიზლობდი, სულ იმას ვცდილობდი მათთვის მესიამოვნებინა, მაგათ კი რით გადამიხადეს?!.
- არა, ესე საქვეყნოდ ღობეზე მიწერა მაინც რა იყო?!
- მე მზადა ვარ ტყვიას შუბლი მიუშვირო, ეგენი კი... "ავი ძაღლიაო"!!!
- ჰოდა, დადგნენ ახლა და თვითონ იყეფონ...

ანეკდოტი - ხომალდზე
დიდი თეთრი ხომალდი ატლანტის ოკეანის ტალღებს მიარღვევს.
კაპიტანის დავალებით ყველა მგზავრს და ეკიპაჟის წევრებს ზედა გემბანზე შეკრიბავენ, სადაც კაპიტანი მიმართავს.
- ძვირფასო სტუმრებო და მეზღვაურებო, თქვენთვის ერთი ძალიან კარგი ამბავი მაქვს და ერთიც - ძალიან ცუდი! რომლით დავიწყო?
- კარგით! - იძახის აგზნებული ხალხი.
- გილოცავთ! თერთმეტი ოსკარი ავიღეთ!..

Saturday, January 29, 2011
ანეკდოტი - სითხეები
- ლუდი რატომ გამოდის ორგანიზმიდან რძეზე უფრო მალე?
- იმიტომ, რომ ფერის შეცვლა არ სჭირდება.
- ყაზბეგის ლუდი რატომ გამოდის ორგანიზმიდან სხვა ლუდებზე მალე?
- იმიტომ, რომ გემოს შეცვლაც არ სჭირდება!

ანეკდოტი - პატიოსანი აიტიშნიკი
კლიენტი რეკავს ფირმაში, რომელიც კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებითაა დაკავებული.
- ჩემი პრინტერი აღარ ბეჭდავს. იქნებ, დამეხმაროთ
- სავარაუდოდ, გაწმენდა სჭირდება - პასუხობს ფირმის თანამშრომელი - ეს სერვისი ჩვენთან 50 ლარი ღირს, მაგრამ, ჩემი აზრით, სჯობია, რომ ინსტრუქცია წაიკითხოთ. მარტივი პროცესია და თქვენ თვითონ შესძლებთ ამის გაკეთებას. ტყუილად რატომ უნდა დახარჯოთ ფული?!
ასეთი პატიოსნებით და პირდაპირობით გაკვირვებული კლიენტი ეუბნება:
- დიდი მადლობა რჩევისთვის, მაგრამ თქვენმა უფროსმა იცის, რომ ასე ეხმარებით კლიენტებს და ხელს უშლით ბიზნესს?!
- იცით, ეს ჩვენი უფროსის იდეაა. ჩვენ გაცილებით მეტ შემოსავალს ვიღებთ, თუ კლიენტი, თავიდან, თვითონ ცდილობს რამის შეკეთებას.

ანეკტოდი - ჯოჯოხეთში
კაცი მოკვდა და მოხვდა ჯოჯოხეთში. პირველი დღეა და მოწყენილი დაბოდიალობს ბნელ ადგილებში.
შემოხვდა ეშმაკი და ეკითხება:
- რა არის?! რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი?! რა მოხდა?!
- რაღა უნდა მოხდეს?! ჯოჯოხეთში ვარ!
ეშმაკი ამშვიდებს:
- აქ არც ისე ცუდია, როგორც ამბობენ. მე სულ აქ ვარ და მომწონს კიდეც. შენ ერთი ეს მითხარი - თამბაქო თუ გიყვარდა სიცოცხლეში?
- კი, ვეწეოდი და მიყვარდა.
- აბა, ორშაბათს "გაგისწორდება" - მოწევის დღე გვაქვს. მთელი მსოფლიოს თამბაქო აქ არის - სიგარები, სიგარეტები, ჩიბუხები და რაც გინდა, სულო და გულო. თან, რამდენიც გინდა, მოწიე - ხომ გახსოვს, მკვდარი ხარ და აღარაფერი დაგიშავდება. ჰოდა, მთელი ორშაბათი ყველა ეწევა, სანამ ცუდად არ გახდება, მერე ცუდად ხდება და, მერე, ისევ ეწევა. მოკლედ, არ მოიწყენ!
- ვაააა... საინტერესოა.
- ერთი, ესეც მითხარი. დალევა თუ გიყვარდა სიცოცხლეში?
- კი, მიყვარდა - ცოტა გამხნევდა "ახალწვეული".
- ჰოდა, მაშინ, სამშაბათიც მოგეწონება - ალკოჰოლის დღეა. მთელი მსოფლიოს ალკოჰოლი აქაა - აქეთ ვისკები, იქით არყები, ღვინოები, კოქტეილები, საუკეთესო ბარმენები და მიდის სმა, სანამ ცუდად გახდები. მერე, ისევ ვაგრძელებთ. თან, ხომ გახსოვს, მკვდარი ხარ და რაღა უნდა დაგიშავდეს?! ჰოდა, სამშაბათიც ასე გადის.
- ოთხშაბათს რა ხდება? - ეკითხება ცოტა გახალისებული ადამიანი
- აზარტული თამაშები გიყვარდა? - ეკითხება ეშმაკი
- კი, კაზინოს ხშირი სტუმარი ვიყავი - პასუხობს ადამიანი.
- ჰოდა, მაშინ, ოთხშაბათი შენი დღე ყოფილა - მთელი ჯოჯოხეთი ერთ დიდ კაზინოდ იქცევა, აქეთ რულეტკაა, იქით - ბლექჯეკი, ყველა პოკერს თამაშობს და არის ერთი გნიასი. თანაც წაგების არ გეშინია - ხომ გახსოვს, მკვდარი ხარ?! ჰოდა, მიდის თამაში მთელი დღე და ღამე!
- რა მაგარია?! - აღფრთოვანდა ახალმოსული - ძალიან სახალისო სჩანს! ხუთშაბათს რა ხდება?
- ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა! გეი იყავი სიცოცხლეში?
- არა???!!!
- ჰოოო... მაშინ ხუთშაბათს გაგიჭირდება!..

Friday, January 28, 2011
Monday, January 17, 2011
Sunday, January 16, 2011
ანეკდოტი - მნიშვნელოვანი დოკუმენტი
უფროსი ეუბნება მდივანს: - ეს ძალიან მნიშნველოვანი დოკუმენტია. ამიტომ, თუ შეიძლება, შეინახეთ თქვენს მანიკიურთან ერთად, რომ საჭიროებისას, უცებ მოვძებნოთ.
Saturday, January 15, 2011
ანეკდოტი - ერთგული ინგლისელი მსახური
ინგლისელი ლორდი ჯენტლმენების კლუბიდან თავის საგვარეულო სახლში რეკავს
- გისმენთ - პასუხობს მსახური
- პატივცემულო - მიმართავს ლორდი
- დიახ, სერ!
- თუ შეიძლება, ადით ჩემს საძინებელში და ნახეთ, რას აკეთებს ჩემი ცოლი
ისმის მსახურის გამოზომილი, წყნარი ნაბიჯები მეორე სართულზე ასასვლელი კიბიდან... მერე დაბრუნების ნაბიჯები...
- სერ, თქვენი ცოლი, თქვენთან ერთად, ლოგინში წევს
- თუ ასეა, პატივცემულო, აიღეთ ჩემი თოფი და მოგვკალით მე და ჩემი ცოლი
- დიახ, სერ!
ისმის ნაბიჯები, მერე ხმაური და გასროლების ხმა. მსახური ისევ ტელეფონს დაუბრუნდება
- სერ
- რა ჰქენით, პატივცემულო?
- სერ, თვენი მეუღლე პირველივე გასროლით მოვკალი, მაგრამ თქვენ ფანჯრიდან გადახტით და მუხების ჭალას შეაფარეთ თავი.
- კი, მაგრამ, ჩემს საკარმიდამოს მუხების ჭალა არა აქვს?!
- მაშინ, ეტყობა, ნომერი შეგეშალათ, სერ
ნამდვილი ამბავი - ცხელი წყალი
გუშინ გამახსენა ეს ისტორია მეგობარმა.
დაახლოებით 10 წლის წინ, ზაფხულში, მე და ჩემი მეუღლე სურამში ოთახებს ვეძებდით საქირავებლად.
დავდივართ ოჯახიდან ოჯახში და ვათვალიერებთ ალტერნატივებს.
ერთ-ერთი ოჯახის ეზო ძალიან მოგვეწონა (ბავშვების სათამაშოდ) და სახლის სანახავად ავდივართ დიასახლისთან ერთად. ნატო (ჩემი მეუღლე) ეკითხება ერთ-ერთ "რიგით" შეკითხვას:
- ცხელი წყალი ხომ გაქვთ?
მანამდე ნანახ სახლებში, თითქმის ყველგან, ბაკები ჰქონდათ
- ცხელი წყალი რად გინდა შვილო? - მიუგო დიასახლისმა
გაკვირვებული ნატო პასუხობს:
- დასაბანად (???)
- შვილო, რაღაცა ერთი თვით ჩამოდიხართ და...
გაშტერებულები გამოვბრუნდით - სახლში შესვლა აღარ მოგვინდა...

Thursday, January 13, 2011
ანეკდოტი - ეგვიპტის პირამიდები
ეგვიპტის პირამიდები აშენდა იმ დროს, როდესაც ფარაონები ფინანსური კრიზისების გამო წარმოქმნილ უმუშევრობას ებრძოდნენ.
ანეკდოტი - სვანი ოტელო
გამოკრულია აფიშა:
ოტელო - ხუტა კვებლიანი.
დეზდემონა - ნელი გაზდელიანი (ორშაბათი), მზექალა ხერგიანი (სამშაბათი), მზია გასვიანი (ოთხშაბათი)...
Wednesday, January 12, 2011
ანეკდოტი - მეტროს დასათვალიერებლად
მოსკოვის მეტროს ერთ-ერთ სადგურში (სადაც ნასვამების ჩასვლა აკრძალულია) მაგარი მთვრალი ტიპი შევიდა.
ყოჩაღი მილიციელი წინ გადაუდგა და არ უშვებს ესკალატორისკენ.
მთვრალი ეხვეწება:
- ჩამიშვი, ძალიან გთხოვ!
- ნასვამზე არ შეიძლება!
- ძალიან გთხოვ, დასათვალიერებლად მაინც ჩამიშვი!
- შენ რა, მეტრო არ გინახავს?!
- შენ ხომ არასოდეს მიშვებ და როგორ მექნება ნანახი?!

Tuesday, January 11, 2011
ანეკდოტი - მაროს დედა
მიხო და მარო ტელევიზორში "უჟასებს" უყურებენ.
უცებ ეკრანზე, სრულიად მოულოდნელად, გამოჩნდება საშინელი, სისხლიანი და მახინჯი არსება. ამის დანახვაზე მაროს "ვაიმე, დედა!" აღმოხდება.
მიხო მიუბრუნდება და სიყვარულით ეტყვის "იცაან დედაშენი?!"

ანეკდოტი - ჯენტლმენები და ქალთევზა
ორი ჯენტლმენი ტემზაზე ნავით მიცურავს.
უცებ ულამაზესი ქალთევზა წყლიდან პირდაპირ ნავში ამოხტება.
ორივე ჯენტლმენი ყურადღებით უყურებს რამოდენიმე წუთი, მერე ერთდროულად მოჰკიდებენ ხელს თავში და ბოლოში, წყალში გადააგდებენ და მშვიდად გააგრძელებენ გზას.
ნაპირზე მყოფი, ამ სურათის მომსწრე, კიდევ ერთი ჯენტლმენი დაუძახებს ნავის მგზავრებს:
- ჯენტლმენებო, კი მაგრამ, რატომ?!
ნავში მჯდომი ჯენტლმენები დაფიქრდებიან და ნაპირზე გასძახებენ:
- კი, მაგრამ როგორ, სერ?!

Monday, January 10, 2011
ნამდვილი ამბავი - სამეზობლოში ფულის შეგროვება სახიფათო საქმეა
ჩემი მეგობრის კორპუსში ერთ-ერთ აქტიურ მეზობელს დაავალეს სადარბაზოში რაღაც სამეურნეო საქმისთვის (ლიფტი, დასუფთავება და ა.შ.) ფულის შეგროვება. ისიც სერიოზულად მიუდგა საქმეს - დადის, აწუხებს მეზობლებს, აწარმოებს აღრიცხვას და ა.შ.
ერთ საღამოს ჩვენი შემგროვებელი ეზოშია სხვა მეზობლებთან ერთად. ერთ-ერთმა სთხოვა, ერთი ფულის შეგროვების სია მანახეო. ამანაც გაუწოდა.
ძალიან უცნაური სია გამოდგა - ჩამოწერილია ყველა მეზობლის სახელი და გვარი. გასწვრივ ზოგს უწერია "მოტ", ზოგს კი - "მოსატ".
გადაირია მეზობელი, ეს რა უბედურებაა? ეს "მოტ" და "მოსატ" რას ნიშნავსო?!
ავტორმაც, სრული სერიოზულობით, უპასუხა:
- რა ვერ გაიგე, ბიჭო, ფული ზოგს მოტანილი აქვს და ზოგს - მოსატანიო.

Sunday, January 9, 2011
ანეკდოტი - ვეგეტარიანელი
სიტყვა "ვეგეტარიანელი" ინდიელების ენაზე ცუდ მონადირეს ნიშნავს.
ანეკდოტი - გაჭირვებული მილიონერი
ერთ-ერთ ბანკში მიდის მდიდრულად ჩაცმული ადამიანი ბოლო მოდელის ბენტლით და ითხოვს $1000 სესხს.
გაკვირვებული პერსონალი ვერ ხვდება, რატომ შეიძლება ასეთ მდიდარ ადამიანს სჭირდებოდეს ათასი დოლარის სესხება. გაფორმების პროცესში საკრედიტო ოფიცერი მორცხვად შეეხება სესხის უზრუნველსაყოფად ჩასადები ქონების საკითხს. მილიონერი თავის ბენტლის შესთავაზებს, რომელიც $300,000 მაინც ღირს.

ყველაფერი გაფორმდება, მილიონერი $1000 მიიღებს, ბენტლი ბანკში დარჩება.
6 თვის შემდეგ მილიონერი დაბრუნდება, გადაიხდის სესხს და პროცენტს (დაახლოებით $100), ყველაფერს გააფორმებს და ელოდება, რომ გარაჟიდან მანქანა მოუყვანონ.
სანამ მანქანას ელოდებიან, საკრედიტო ოფიცერი მორიდებით ეკითხება:
- ბატონო, რა თქმა უნდა, ჩემი საქმე არაა, მაგრამ, იქნებ მითხრათ, რაში დასჭირდა თქვენნაირ შეძლებულ ადამიანს ათას დოლარიანი სესხი.
- არაფერში. უბრალოდ სამოგზაუროდ მივდიოდი და ას დოლარად მანქანის ექვსი თვით გაჩერება მხოლოდ თქვენთან იყო შესაძლებელი!
ანეკდოტი - შარში გახვეული
ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში გამოცდაა. ბოლო სტუდენტი, ფაქტიურად, ჩაიჭრა და გარიცხვა ემუქრება. პროფესორს სთხოვს:
(ს) - ერთიც მკითხეთ, პატივცემულო, ძალიან გთხოვთ!
(პ) - კარგი, ერთ შეკითხვასაც დაგისვამ და, თუ მიპასუხებ, სამიანს გაჩუქებ. თუ ვერა - გარიცხული ხარ!
ეკითხება
(პ) - აბა, მითხარით, გეთაყვა, ძროხას აბორტი თუ უკეთდება?
სტუდენტმა პასუხი არ იცის და სასოწარკვეთილებაშია. მცირე დაფიქრების შემდეგ, პროფესორს სთხოვს:
(ს) - შეიძლება ერთი წუთით გარეთ გავიდე?
(პ) - მიბრძანდით.
სტუდენტი აუდოტორიიდან კორიდორში გამოვარდება, რომ ვინმეს სთხოვოს დახმარება. კორიდორში არავინაა. გავარდება ეზოში - იქაც არავინაა. ბოლოს, ქუჩაში გამოვარდება. დაინახავს "ძველბიჭური" გარეგნობის მომავალ ახალგაზრდას და მივარდება:
(ს) - ძმაო, მაგრა მიჭირს და უნდა დამეხმარო!
(ძ) - კი, ძმაო, რაშია საქმე?
(ს) - ძმაო, თუ იცი, ძროხას აბორტი თუ უკეთდება?
(ძ) - არ ვიცი, ძმაო, მაგრამ მაგარ შარში კი გახვეულხარ!

Saturday, January 8, 2011
ანეკდოტი - სვანი საცურაო აუზში
ჩაყვინთავს, ძირთან გაჩერდება, ამოყვინთავს.
კიდევ ერთხელ ჩაყვინთავს, ძირთან გაჩერდება, ამოყვინთავს.
რამდენჯერმე ასეთი ჩაყვინთვის შემდეგ ამოვა და აუზის თანამშრომელს ეკითხება:
- აქ "კაფელშჩიკი" ვინ იყო?
გაკვირვებული თანამშრომელი პასუხობს
- ლიოვიკა იყო. აქვე ცხოვრობს. რატომ კითხულობ?
- საღოლ, ძმაო, ლიოვიკას! მაგარი "დიხანია" ჰქონია!
ანეკდოტი - ფესვის ამოღება
- ასეულში მათემატიკოსები არიან?
ერთი ჯარისკაცი წინ გადმოდგამს ნაბიჯს და ამაყად უპასუხებს:
- მე ვარ მათემატიკოსი!
ლეიტენანტი უბრძანებს:
- ბარი აიღე! მინდორში წახვალ - ფესვებია ამოსაღები!
ანეკდოტი - სამოთხე და ჯოჯოხეთი
- ეს ისეთი ადგილია, სადაც ყველა მზარეული ფრანგია, ყველა მსახური - ინგლისელი, ყველა კინორეჟისორი - ამერიკელი, ყველა დიასახლისი - ქართველი, ხოლო მთელი ადმინისტრაცია - გერმანელები.
- ჯოჯოხეთი რაღაა?
- ეს ისეთი ადგილია, სადაც ყველა მზარეული ინგლისელია, ყველა მსახური - ფრანგი, ყველა კინორეჟისორი - გერმანელი, ყველა დიასახლისი - ამერიკელი, ხოლო მთელი ადმინისტრაცია - ქართველები.
Subscribe to:
Posts (Atom)