Sunday, January 9, 2011

ანეკდოტი - შარში გახვეული

ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში გამოცდაა. ბოლო სტუდენტი, ფაქტიურად, ჩაიჭრა და გარიცხვა ემუქრება. პროფესორს სთხოვს:
(ს) - ერთიც მკითხეთ, პატივცემულო, ძალიან გთხოვთ!
(პ) - კარგი, ერთ შეკითხვასაც დაგისვამ და, თუ მიპასუხებ, სამიანს გაჩუქებ. თუ ვერა - გარიცხული ხარ!
ეკითხება
(პ) - აბა, მითხარით, გეთაყვა, ძროხას აბორტი თუ უკეთდება?
სტუდენტმა პასუხი არ იცის და სასოწარკვეთილებაშია. მცირე დაფიქრების შემდეგ, პროფესორს სთხოვს:
(ს) - შეიძლება ერთი წუთით გარეთ გავიდე?
(პ) - მიბრძანდით.
სტუდენტი აუდოტორიიდან კორიდორში გამოვარდება, რომ ვინმეს სთხოვოს დახმარება. კორიდორში არავინაა. გავარდება ეზოში - იქაც არავინაა. ბოლოს, ქუჩაში გამოვარდება. დაინახავს "ძველბიჭური" გარეგნობის მომავალ ახალგაზრდას და მივარდება:
(ს) - ძმაო, მაგრა მიჭირს და უნდა დამეხმარო!
(ძ) - კი, ძმაო, რაშია საქმე?
(ს) - ძმაო, თუ იცი, ძროხას აბორტი თუ უკეთდება?
(ძ) - არ ვიცი, ძმაო, მაგრამ მაგარ შარში კი გახვეულხარ!

No comments:

Post a Comment