გუშინ გამახსენა ეს ისტორია მეგობარმა.
დაახლოებით 10 წლის წინ, ზაფხულში, მე და ჩემი მეუღლე სურამში ოთახებს ვეძებდით საქირავებლად.
დავდივართ ოჯახიდან ოჯახში და ვათვალიერებთ ალტერნატივებს.
ერთ-ერთი ოჯახის ეზო ძალიან მოგვეწონა (ბავშვების სათამაშოდ) და სახლის სანახავად ავდივართ დიასახლისთან ერთად. ნატო (ჩემი მეუღლე) ეკითხება ერთ-ერთ "რიგით" შეკითხვას:
- ცხელი წყალი ხომ გაქვთ?
მანამდე ნანახ სახლებში, თითქმის ყველგან, ბაკები ჰქონდათ
- ცხელი წყალი რად გინდა შვილო? - მიუგო დიასახლისმა
გაკვირვებული ნატო პასუხობს:
- დასაბანად (???)
- შვილო, რაღაცა ერთი თვით ჩამოდიხართ და...
გაშტერებულები გამოვბრუნდით - სახლში შესვლა აღარ მოგვინდა...

No comments:
Post a Comment