ერთ-ერთ ბანკში მიდის მდიდრულად ჩაცმული ადამიანი ბოლო მოდელის ბენტლით და ითხოვს $1000 სესხს.
გაკვირვებული პერსონალი ვერ ხვდება, რატომ შეიძლება ასეთ მდიდარ ადამიანს სჭირდებოდეს ათასი დოლარის სესხება. გაფორმების პროცესში საკრედიტო ოფიცერი მორცხვად შეეხება სესხის უზრუნველსაყოფად ჩასადები ქონების საკითხს. მილიონერი თავის ბენტლის შესთავაზებს, რომელიც $300,000 მაინც ღირს.

ყველაფერი გაფორმდება, მილიონერი $1000 მიიღებს, ბენტლი ბანკში დარჩება.
6 თვის შემდეგ მილიონერი დაბრუნდება, გადაიხდის სესხს და პროცენტს (დაახლოებით $100), ყველაფერს გააფორმებს და ელოდება, რომ გარაჟიდან მანქანა მოუყვანონ.
სანამ მანქანას ელოდებიან, საკრედიტო ოფიცერი მორიდებით ეკითხება:
- ბატონო, რა თქმა უნდა, ჩემი საქმე არაა, მაგრამ, იქნებ მითხრათ, რაში დასჭირდა თქვენნაირ შეძლებულ ადამიანს ათას დოლარიანი სესხი.
- არაფერში. უბრალოდ სამოგზაუროდ მივდიოდი და ას დოლარად მანქანის ექვსი თვით გაჩერება მხოლოდ თქვენთან იყო შესაძლებელი!

სახლი არ ჰქონდა იმ ოჯახაშენებულს? თუ ისიც ბანკში "გააჩერა" :)
ReplyDelete