Saturday, April 2, 2011

ანეკდოტი - მეუღლის სმენის პრობლემა

შეწუხებული ქმარი მეგობარ ექიმთან მიდის.
- ძალიან შეწუხებული ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე - შესჩივლა სტუმარმა.
- რა გიჭირს, მეგობარო?
- რა და, ჩემს მეუღლეს ყურთასმენა დააკლდა და არ ვიცი, რა ვქნა. ვერც ვეუბნები და როგორღაც უნდა დავეხმაროთ.

- შენ ნუ ინვერვიულებ! ეშველება! პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, რამდენად დააკლდა სმენა. მოდი, ასე გავაკეთოთ, სახლში რომ იქნები, ჯერ შორიდან დაელაპარაკე, მერე თანდათან მიუახლოვდი და დააკვირდი, რა მანძილიდან გაიგებს შენს ხმას.
ასეც შეთანხმდნენ.

შემდეგ კვირა დღეს, როდესაც ცოლ-ქმარი სახლში იყვნენ, ქმარმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. ცოლი სამზარეულოში საქმიანობდა. ქმარი აივანზე გავიდა და იქიდან შესძახა მეუღლეს:
- ძვირფასო, დღეს სადილად რა გვაქვს?
პასუხი არ იყო. ქმარი სასტუმრო ოთახში შევიდა და, იქედან  გაიმეორა შეკითხვა:
- ძვირფასო, დღეს სადილად რა გვაქვს?
პასუხი არც მეორე მცდელობას მოჰყვა. ქმარი სამზარეულოს კართან დადგა და იქიდან ჰკითხა:
- ძვირფასო, დღეს სადილად რა გვაქვს?
არც ამჯერად მოჰყვა კითხვას პასუხი. სასოწარკვეთილი ქმარი სამზარეულოში შევიდა და ცოლს ზურგს უკან დაუდგა ორ ნაბიჯში.
- ძვირფასო, დღეს სადილად რა გვაქვს?
მეუღლემ უპასუხა:
- რა გჭირს?! მეოთხედ გეუბნები, სუპი გვაქვს სადილად.

No comments:

Post a Comment