Monday, April 18, 2011

სასაცილო ამბავი - თევზის მოყვარული ინსპექტორი

ჩემმა ბათუმელმა  ნაცნობმა ბიზნესმენმა მოყვა მაგარი ისტორია.

თბილისიდან შემოწმებაზე ჩამოუვიდა საგადასახადო ინსპექტორი (შევარდნაძის დროა), რომელმაც ცოლ-შვილიც ჩამოიყვანა დასასვენებლად. დასვენება, რა თქმა უნდა, ბიზნესმენის ხარჯზე დაიგეგმა. 

მოკლედ, ყოველდღე 2-3-ჯერ მიდიოდა რესტორანში სტუმრების "პატივისცემა". თან ინსპექტორსა და მის ცოლს თევზი ძალიან ჰყვარებიათ და ყოველდღე მიირთმევდნენ ნაირ-ნაირს. გაყვლიფეს ჩვენი ბიზნესმენი.

ისტორია მთხრობელმა ასე დაასრულა:
- იმდენი თევზი ჭამეს იმ შობელძაღლებმა, თბილისში რომ წავიდნენ, მანქანას ბათუმიდან სამტრედიამდე თოლიები მისდევდნენ!

No comments:

Post a Comment